Saturday, 14 July 2018

კურსის შეჯამება

   ინტელის პროექტებით სწავლება დავიწყეთ 28.06. 2018 და დავამთავრეთ 14.07.2018-ში.  ინტელის  ტრენინგით გავიღრმავე    კომპიუტერული  ტექნოლოგიების  გამოყენების უნარი, რაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს სტანდარტით გათვალისწინებული თანამედროვე გაკვეთილის დაგეგმვასა და განხორციელებაში.       ვისწავლე პროექტების წერა ,პროექტის საქაღალდის შექმნა,განვიხილეთ კურსისრესურსები,ვისწავლე პროექტზე მუშაობა ,  ბუკლეტის შემნა,რომელიც საჭიროა პროექტის განხორციელების დროს , ასევე  ვისწავლე   ბლოგის შექმნა და მასში მუშაობა, შევქმენი პროექტისათვის საჭირო ბლოგები. პროექტზე მუშაობისას გავითვალისწინე ეროვნული სასწავლო გეგმა , შევარჩიე პროექტის მიზანთან დაკავშირებული ინდიკატორებიგანვსაზღვრე მიზნები და შედეგები.
     მოსწავლეების საჭიროების დადგენის შემდეგ გავეცანი შეფასების მეთოდებსკარგი პროექტის შესაქმნელად საჭიროა ვიზუალური მასალა, რომლისთვისაც გამოვიყენე ფოტოების ჩამოტვირთვა და ჩასმა. ვისწავლეთ საქაღალდის drive-ში ატვირთვა. კურსის რესურსები დამეხმარა პროექტის სწორად დაგეგმვაში. ვისწავლე ბლოგში კომენტარებისა და რეფლექსიის წერა,მონაწილეებმა გავაკეთეთ ბლოგზე კომენტარები.
ჩემს   პორტფოლიოში   მოვათავსე   პროექტის   გეგმა,   გამოყენებული   ფოტო-მასალა,  მოსწავლის ნიმუშები და პრეზენტაციები.
 მე  ძალიან კმაყოფილი ვარ ინტელის პროექტებით სწავლების ტრენინგზე მიღებული ცოდნით.  

ჩემი პროექტის პორტფოლიო

ჩემი პროექტის პორტფოლიო

Thursday, 12 July 2018

მერვე დღის რეფლექსია

დღეს ვიმუშავეთ გუგლის ფორმებზე-Google forms  და Google Docs-ზე.ასევე შევქმენით მოსწავლის ბუკლეტი.ასევე ვიმუშავეთ სასწავლო გეგმის პროექტის შაბლონში სასწავლო პროცედურებზე და სასწავლო პროექტისათვის საჭირო რესურსებზე.

Tuesday, 10 July 2018

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღეს ვიმუშავეთ მოსწავლის დიფერენცირებულ სწავლებაზე,დავასრულეთ ჩეკლისტები,ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე.

პროექტის პრეზენტაცია

Sunday, 8 July 2018

მეექვსე დღის რეფლექსია

დღეს  პრეზენტაციებს გავუკეთეთ რედაქტირება, ვისწავლეთ პრეზენტაციის ჩაშენება ბლოგზე, პრეზენტაციის გაზიარება.გავაკეთეთ პრეზენტაციის ჩეკლისტი, მოსწავლის დამხმარე.ასევე ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკებზე და შეფასების კრიტერიუმებზე.

მოსწავლის ნიმუში

კურსის შეჯამება

   ინტელის პროექტებით სწავლება დავიწყეთ 28.06. 2018 და დავამთავრეთ 14.07.2018-ში.  ინტელის    ტრენინგით გავიღრმავე      კომპიუტერული    ტექ...