Saturday, 14 July 2018

კურსის შეჯამება

   ინტელის პროექტებით სწავლება დავიწყეთ 28.06. 2018 და დავამთავრეთ 14.07.2018-ში.  ინტელის  ტრენინგით გავიღრმავე    კომპიუტერული  ტექნოლოგიების  გამოყენების უნარი, რაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს სტანდარტით გათვალისწინებული თანამედროვე გაკვეთილის დაგეგმვასა და განხორციელებაში.       ვისწავლე პროექტების წერა ,პროექტის საქაღალდის შექმნა,განვიხილეთ კურსისრესურსები,ვისწავლე პროექტზე მუშაობა ,  ბუკლეტის შემნა,რომელიც საჭიროა პროექტის განხორციელების დროს , ასევე  ვისწავლე   ბლოგის შექმნა და მასში მუშაობა, შევქმენი პროექტისათვის საჭირო ბლოგები. პროექტზე მუშაობისას გავითვალისწინე ეროვნული სასწავლო გეგმა , შევარჩიე პროექტის მიზანთან დაკავშირებული ინდიკატორებიგანვსაზღვრე მიზნები და შედეგები.
     მოსწავლეების საჭიროების დადგენის შემდეგ გავეცანი შეფასების მეთოდებსკარგი პროექტის შესაქმნელად საჭიროა ვიზუალური მასალა, რომლისთვისაც გამოვიყენე ფოტოების ჩამოტვირთვა და ჩასმა. ვისწავლეთ საქაღალდის drive-ში ატვირთვა. კურსის რესურსები დამეხმარა პროექტის სწორად დაგეგმვაში. ვისწავლე ბლოგში კომენტარებისა და რეფლექსიის წერა,მონაწილეებმა გავაკეთეთ ბლოგზე კომენტარები.
ჩემს   პორტფოლიოში   მოვათავსე   პროექტის   გეგმა,   გამოყენებული   ფოტო-მასალა,  მოსწავლის ნიმუშები და პრეზენტაციები.
 მე  ძალიან კმაყოფილი ვარ ინტელის პროექტებით სწავლების ტრენინგზე მიღებული ცოდნით.  

No comments:

Post a Comment

კურსის შეჯამება

   ინტელის პროექტებით სწავლება დავიწყეთ 28.06. 2018 და დავამთავრეთ 14.07.2018-ში.  ინტელის    ტრენინგით გავიღრმავე      კომპიუტერული    ტექ...